ვიქტორ დოლიძის სიტყვით გამოსვლა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე

10 მაისს, სასტუმროში „რუმსი თბილისი" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის "25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები საერთო ღირებულებები და ინტერესები" მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და დაფიქსირებულ პროგრესზე. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცების საქმეში. „გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელმაც, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიული რეფორმირების, ასევე, ინტეგრაციული კუთხით და ჩვენ მადლიერი ვართ მათი ამგვარი წვლილისთვის. გერმანია, ამავე დროს, არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ფინანსური დახმარების და შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ ფორუმებზე, სტრატეგიულ დისკუსიებზე ვმსჯელობთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ევროინტეგრაციულ პროცესებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე ამ პროცესში და არა მხოლოდ."- განაცხადა ფორუმზე გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.

ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.