ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან

დღეს, 5 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან.

„ევროპის ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან შედგება. ისინი ეხმარებიან საქართველოს ტექნიკური კონსულტაციების გაწევაში და მომზადებაში,რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, ასევე, რა თქმა უნდა ექსპერტულ დახმარებას გვიწევს ძალიან ბევრი მიმართულებით. მადლობა მინდაგადავუხადო მათ. მათთან თანამშრომლობა, პრობლემის იდენტიფიკაცია, ასოცირების შესახებ შეთანხმების მომავალი უკეთესი იმპლემენტაციის თვალსაზრისით და თან სამოქალაქო სექტორთან ერთად ეს სიახლოვე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვადგება და ამიტომაც მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათთან კონტაქტში ვიყო",-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მეურვეთა საბჭოს ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, არსებულ და პოტენციურ დონორებთან. შეხვედრების მიზანია პროგრამებისა და პრიორიტეტების გაცნობა და რეგიონში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებება, რაც დაეხმარება საბჭოს წევრებს უკეთ გააანალიზონ არსებული გამოწვევები და საჭიროებები სამომავლო სტრატეგიის დასაგეგმად.

სხვა ამბები