ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმებას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"( Technical Cooperation Facility - TCF).

  • ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი, საქართველოს მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.
  • ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დახმარებისა, რასაც ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ახორციელებს.
  • აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება მოხმარდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მხარდაჭერას, მათ შორის საკანონმდებლო აპროქსიმაციას, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და ზოგადად ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
  • ფინანსური დახმარების ძირითადი ნაწილი გათვალიწინებულია საექსპერტო (საკონსულტაციო) მხარდაჭერაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, სახელმწიფო შესყიდვები, საბანკო მომსახურება, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, მიგრაცია და ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლა.
  • შეთანხმების ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება საქართველოს ისეთ ევროპულ პროგრამებში მონაწილეობის მხარდასაჭერად, როგორებიცაა:
    * ჰორიზონტი 2020 (HORIZON 2020): მიზნად ისახავს მეცნიერებასა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობას.
    * შემოქმედებითი ევროპა (CREATIVE EUROPE): მიზნად ისახავს კულტურისა და აუდიოვიზუალურ სფეროში თანამშრომლობას.

სხვა ამბები