ვიქტორ დოლიძემ სტუ-ში ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგია განიხილა

24 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოკუმენტის-„ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის" განხილვა მოეწყო. სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი ვიქტორ დოლიძე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სტრატეგიის შექმნის მიზანზე, დოკუმენტის მიხედვით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და იმ ძალისხმევაზე, რაც საზოგადოებაში ინტეგრაციული პროცესების შესახებ ცნობერების ამაღლებასა და მხარდაჭერას უკავშირდება. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„გრძელდება შეხვედრების ციკლი ჩვენს სტუდენტებთან და მაქვს პატივი დღეს ვიყო ტექნიკურ უნივერსიტეტში. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა, მაქვს საშუალება ვისაუბრო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს როგორც ინტეგრაციულ პროცესებს, ასევე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ინტესიური სახე მიეცა ევროპისა და ნატოს პოპულარიზაციის კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანიის პარალელურად. ამიტომაც გვინდა, რომ საინტერესო დებატები გავმართოთ, ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით."-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსონს შეხვდა 29 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსონს და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონს შეხვდა, რომლებიც საქართველოში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდნენ. ესტონურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის სხდომის საქართველოში გამართვის პოლიტიკურ მნიშვნელობა და ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიურობა.
  • 26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ეს დღე ჩვენია! 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქალაქ გორში წარმოადგინა უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა.
  • ვიქტორ დოლიძე ფონდის „Mercator“ მკვლევარებს შეხვდა 25 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ფონდის „Mercator“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მკვლევარებს შეხვდა.