ვიქტორ დოლიძემ ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრები გამართა

20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა. შეხვედრა ქ.ჰააგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა როგორც სტარტეგიული კომუნიკაციის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მიმართულებით. „ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა რუსეთის პროვოკაციული მოქმედებები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ანექსიის თვალსაზრისით გადადგმული. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, რომელსაც ისინი ყოველთვის იჩენენ ევროკავშირის, ნატოს, თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ის სექტორალური რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ნატოსთან ურთიერთობები, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ინტეგრაციის თემები."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰოლანდიის ახლად არჩეული პარლამენტის წევრები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ. ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხოციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტერაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და სარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA International) ჰააგის ოფისში. სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიზანია მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ვიქტორ დოლიძემ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები პროგრამების ხელმძღვანელთან სემ ვან დერ სტააკთან განიხილა.

მხარეებმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გამტკიცების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

21 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰააგის ევროპის სახლში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ლექცია და ფოტო-გამოფენა „Georgias European way". ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.