ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიი ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება, სადაც, 19-21 აპრილს დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე, ვიქტორ დოლიძეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კუნდერსი. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ლექცია ჰააგის ევროპის სახლში და ფოტო-გამოფენა „Georgias European way".

სხვა ამბები