ვიქტორ დოლიძე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

„ყოველთვის განსაკუთრებით მახარებს სტუდენტებთან შეხვედრა. გვინდა, რომ ყველა თემა მოვიცვათ, როგორც ჩვენი საგარეო უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, ურთიერთობების, ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, ასევე, თუ რა ხდება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. როგორი გზა გაიხსნა, რა ახალი შესაძლებლობები მისცა ჩვენს ქვეყანას და მაინტერესებს სტუდენტების აზრიც მოვისმინო ბუნებრივია და ასევე, მეც გავუზიარო ჩვენი ხედვები მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 12 აპრილს შავი ზღვის უნივერსიტეტში მსოფლიო დიპლომატიის კლუბის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი თემებით, როგორიცაა: რუსეთის ფაქტორი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რა როლი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირობებში და რამდენად მზად არიან ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.