ვიქტორ დოლიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

11 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გახსნა.

სტუდენტებთან შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე და ევროატალნტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის გახსნილი აუდიტორია მეშვიდეა. საინფორმაციო ცენტრის მიერ აღჭურვილი სივრცეები აუდიტორიები უკვე ფუნქციონირებენ თსუში, თავისუფალ, ღია სასწავლო, აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე ევროპულ სკოლაში და თავისუფალია ევროინტეგრაციის თემებზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩასატარებლად.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.