ქ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

11 აპრილს, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში სასჯელაღსრულების რეფორმის თემაზე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC). სხდომას ალიანსის პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის ევროატლანტიკური და გლობალური პარტნიორობის სამსახურის უფროსი ჯეიმს მაკი თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გენერალუირი მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ალეხანდრო ალვარგონსალესთან.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულების სფეროს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონსა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოწინავე ქვეყანა და მაქსიმალურად ცდილობს დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ამომწურავი ინფორმაციისთვის, დადებითად შეაფასეს საქართველოში ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასჯელაღსრულების სფეროში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.