კონკურსის „შეNს ქალAქს დაუTOვე" გამარჯვებულების დაჯილდოვება

11 აპრილს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ კონკურსის „შეNს ქალAქს დაუTOვე" გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყო კონკურსის საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია.

კონკურსის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს 10 ქალაქში (თბილისი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, ოზურგეთი, მარნეული) წინასწარ შერჩეული ობიექტები მოიხატა. ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს და საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს.

I ადგილზე გარდაბნისა და თბილისში მოხატული ნამუშევრები გავიდა, II ადგილი ქუთაისმა, ხოლო III ზუგდიდმა დაიკავა.

პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდის წევრები ბუდაპეშტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ, მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი ბულგარეთში გაემგზავრებიან.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსი ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ტურისტული სააგენტოს თრეველშოპის, კომპანია „კაპაროლისა" და შპს „შუხმან ვაინს ჯორჯიას" მხარდაჭერით ჩატარდა.

სხვა ამბები