შსს-ს აკადემიაში ვიქტორ დოლიძის საჯარო ლექცია ჩატარდა

7 აპრილს, ნატო-ს დღეებისა და შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან ნატოს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში ნატოს როლის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, სარგებლობის წესებსა და აღნიშნული პროცესის შედეგად გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვიქტორ დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ღონისძიებას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შსს-ს აკადემიაში სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესორ-მასწავლებლებს გაესაუბრა.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.