პანკისის ხეობაში ვიზალიბერალიზაციაზე საინფორმაციო შეხვედრა

5 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ დუისის კულტურის ცენტრში მოსწავლეებს, პედაგოგებს, პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ვიზალიბერალიზაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, სარგებლობის წესებსა და ამ მხრივ, გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაზე. განსაკუთრებით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობა.

სხვა ამბები