ვიქტორ დოლიძის ლექცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

ნატოს დღეების ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა". შეხვედრას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მიმართეს. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა მიაწოდა.

ლექციის დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

ნატოს დღეები საქართველოში 2 აპრილს დაიწყო. ის 11 აპრილამდე გაგრძელდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება. ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

სხვა ამბები