ფილმის "ევროპა საქართველოში-დიუმას ნაკვალევზე" ჩვენება

4 აპრილს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში დოკუმენტური ფილმის "ევროპა საქართველოში-დიუმას ნაკვალევზე" ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტმენტის უფროსმა დავით ბუჯიაშვილმა. სტუდენტებს ევროკავშირის დახმარების იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საფუძველს ქმნიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

1992 წლიდან დღემდე, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ევროკავშირის დახმარებამ დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა. ამის გარდა, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია დახმარება, რომელიც ევროკავშირმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდგომ გამოყო - ამ დახმარებამ 500 მილიონი ევრო შეადგინა.
ფილმის მთავარი გმირი-საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მიჰყვება ცნობილი ფრანგი მწერლისა და მოგზაურის ალექსანდრე დიუმას გზას და პარალელურად მოინახულებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და განხორციელებულ პროექტებს.

ფილმი გადაღებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

სხვა ამბები