ლევან იზორიას და ვიქტორ დოლიძის ლექცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში, 4 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხეს. მომავალ ოფიცრებთან მინისტრების შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 68 წლის იუბილეს სიმბოლურად დაემთხვა.

მინისტრების საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იუნკერების შეკითხვები, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელ ფაქტორებს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, სამხედრო-სამოქალაქო განათლების ერთობლიობის მნიშვნელობასა და ვიზალიბერალიცაზიის კონტექსტში მიგრაციის თემას შეეხო.

მინისტრების უმაღლეს საგანმანათლებლო უწყებაში სტუმრობა ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 აპრილს დაიწყო და 11 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება და მისი მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ასევე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება.

სხვა ამბები

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 14 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა-ვიცე რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
  • პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება 14 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეროვნული პროექტების მენეჯერი (ICMPD) ზურაბ ყორღანაშვილი პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს.
  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან 13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საჯარო ლექცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.