საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო!

2 აპრილს, ნატოს დღეები სხვადასხვა მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ყველა დაინტერესებულ სტუმარს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

დღის განმავლობაში ცენტრში წარმოდგენილი იყო პოსტერების გამოფენა ნატოს თემაზე, ფოტოკუთხე სამხედრო ინვენტარით, სამხედრო გამოფენა, საჩხერის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართული თეატრალური წარმოდგენა ნატოს თემაზე, ტექნოლოგიების კუთხე, აზოტის შოუ და სხვა აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა გათამაშებები, სლოგანებისა და პოსტერების კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოება.

ღია კარის დღეზე სხვადასხვა უწყებაც ჩაერთო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის თანამშრომლები, მომავლის ადამიანები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები და სხვ.

ნატოს დღეები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

ნატოს დღეები 11 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება.

სხვა ამბები