მედიის წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

1 და 2 აპრილს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში "რიქსოს ბორჯომი" საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში ტელე, ბეჭდური და ინტერნეტ-მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ძირითად მიმართულებებსა და მისი განხორციელების პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების სტატისტიკაზე, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის შესახებ ინფორმაციაზე, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგად საკითხებზე, თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და თანამედროვე გამოწვევებზე.

ინფორმაციისთვის: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციას ახორციელებს. ამჟამად, კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან.
  • ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან „საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება-ეს არის ის, რაც გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ევროპული ღირებულება და ეს არის თავისუფლების სიყვარული და ამაზე დაფუძნებული ღირებულებები ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.