ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციული პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. დღეისათვის საქართველო მიგრან- ტების, როგორც წარმოშობის, ისე დანიშნულებისა და ტრანზიტის ქვეყანაა. აღნიშნული პროცე- სების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირთან ინტეგრაციის პარალელურად, ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გა- ფართოებისა და ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირებულობა, როგორც ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების, ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. უკანასკნელ წლებში ევროკავშირის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორცი- ელდა მიგრანტთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მხრივ აღსა- ნიშნავია, როგორც 2013-2015 წლების საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის ფარგლებში გან- ხორციელებული აქტივობები, ასევე ახალი, 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, რომელშიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და წარმოდგენი- ლია ყველაზე მრავალრიცხოვანი და კომპლექსური ამოცანების სახით. აღნიშნული ამოცანები კი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და არასამ- თავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება. 2015 წელს კომისიის სამდივნომ შეიმუშავა ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი, რომლის მი- ზანია, ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ პრაქტიკული და ადვილად გასაგები ენ- ით დაწერილი ინფორმაცია მიაწოდოს პოტენციურ თუ უკვე არსებულ მიგრანტებს. გზამკვლევი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ვებ- გვერდებზე გამოქვეყნებიდან სულ მალე გახდა ერთ-ერთი ძირითადი საინფორმაციო რესურსი მიგრანტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ამ გზამკვლევის მეორე (განახლებულ) გამოცემას, რო- მელშიც წარმოდგენილია პრაქტიკული ხასიათის ინფორმაცია, მიგრანტებისთვის აუცილებელი დოკუმენტების, ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის წესების, ქვეყნიდან დროებითი ან მუდმივი გასვლის და უკან დაბრუნების სამართლებრივი გზების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ გზამკვლევი მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მიგრანტებს და სხვა დაინტერე- სებულ პირებს ემიგრაციის მარეგულირებელი ნორმების და შესაბამისი სერვისების შესახებ ინ- ფორმაციის მოძიებას, რაც, ვფიქრობთ, დადებითად აისახება ლეგალური მიგრაციის დინამიკაზე.

მიმაგრებული ფაილები:

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.