ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში/ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში/ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

7-8 სექტემბერი, 2016, თბილისი, საქართველო

ძირითადი ინფორმაცია

2016 წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იმართება. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

7 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

ღონისძიებების გაშუქება

ღონისძიებები დაიწყება 7 სექტემბერს, თბილისში, ნაშუადღევს და გაგრძელდება 8 სექტემბერს დილიდან.

დეტალური მედია-პროგრამა მედია-ცენტრში სააკრედიტაციო ბარათის მიღების დროს გადაეცემათ მედიის აკრედიტირებულ წარმომადგენლებს. პროგრამით გათვალისწინებულია ოპერატორებისა და ფოტოგრაფების შეხვედრებზე შეზღუდული და პრესკონფერენციებზე შეუზღუდავი დასწრება.

ძირითადი ღონისძიებები:

* ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნა;

* საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია; (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია")

* ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის ინაუგურაცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის მონაწილეობით.

მეორე დღეს შემდეგი ღონისძიებებია ღია მედიისთვის:

* ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრის გახსნა

* ნატო-ს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა;

* ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის გახსნა;

* საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია;

დეტალური ინფორმაცია ღონისძებებზე (ადგილი, დრო) მედიის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აკრედიტაციის მოწმობების გაცემისას.

მედია-ღონისძიებები პირდაპირი ((LIVE) გადაცემა გათვალისწინებულია ნატო-ს ოფიციალური ვებ-გვერდისა და სატელიტის საშუალებით. ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლისა და პრესკონფერენციის მასალა, ღონისძიების შემდეგ განთავსდება ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.nato.int ). ნატო-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან მოთხოვნის საფუძველზე, ნატო-ს ბრიუსელის TV/რადიო ოფისი ხელმისაწვდომს გახდის ვიდეო და ფოტო მასალას სამაუწყებლო ხარისხით. ასევე, შესაძლებელია ღონისძიებების ამსახველი სრული მასალის მიღება ნატო-ს ბრიუსელის TV/რადიო ოფისისგან გამოთხოვნის საფუძველზე.

აკრედიტაცია მედიისთვის

მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაცია უნდა გაიარონ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული აკრედიტაციის ფორმით . აკრედიტაციისთვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს სამუშაო დღის ბოლომდე. ვადის ამოწურვის შემდეგ შემოსული აპლიკაციები აღარ განიხილება.

მედიისათვის აკრედიტაციის მოწმობები გაიცემა 6 სექტემბერს მედია-ცენტრში. აკრედიტაციის მისაღებად გთხოვთ, გამოცხადდეთ პირადად და წარმოადგინოთ პასპორტი, ან პირადობის მოწმობა და მედია-ბარათი.

მედია ცენტრი

მედია-ცენტრი იმუშავებს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ივერია". მედია-ცენტრი აღჭურვილი იქნება კომპიუტერებით, ინტერნეტით, პრინტერებით, CCTV სისტემით, ტელეფონით (ადგილობრივი ზარებისთვის), ფაქსისა და ქსეროქსის აპარატებით, მონიტორებით. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ მედია-ღონისძიებებს პირდაპირ ეთერში. პრესკონფერენციების ადგილებზე მოსმენა შესაძლებელი იქნება ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

მედია- ცენტრის სამუშაო საათებია:

- 6 სექტემბერი: 11:00 - 21:00

- 7 სექტემბერი: 10:00 - 20:00

- 8 სექტემბერი: 07:00 - 20:00.

საიდენტიფიკაციო მოთხოვნები ღონისძიებებზე დასაშვებად: სურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და აკრედიტაციის საშვი.

უსაფრთხოების ზომები

ღონისძიების ადგილზე შესვლამდე აუცილებელია უსაფრთხოების შემოწმების გავლა, რაც ხშირ შემთხვევაში გრძელ რიგს და დაყოვნებას იწვევს. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებმა სწორად უნდა დაგეგმონ ღონისძიების ადგილზე მისვლის დრო. მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც გეგმავენ TV, ფოტო ან მოცულობითი ჩამწერი ტექნიკის გამოყენებას (მათ შორის SNG, ან OB ფურგონებს) ღონისძიების ადგილზე მნიშვნელოვნად ადრე უნდა გამოცხადდენ უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად.

ტრანსპორტი/ განთავსება

მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც გეგმავენ ვიზიტის გაშუქებას, თავად უნდა იზრუნონ ტრანსპორტირებაზე თბილისამდე, განთავსებასა და/ან ვიზაზე.

თბილისში ღონისძიებებზე გადასაადგილებლად ტრანსპორტის მარშუტი მითითებული იქნება მედია-პროგრამაში.

პროგრამისა და სხვა დეტალების გაცნობა შესაძლებელი იქნება ნატო-ს (nato.int) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (eu-nato.gov.ge) ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

 

საქართველოს მედია-კოორდინატორი                               

ხათუნა საღინაძე                                                                                        

E-mail: NAC-Georgia-2016@eu-nato.gov.ge      

ნატო-ს მედია-კოოორდინატორი

დემიან არნო

E-mail: arnaud.damien@hq.nato.int

სხვა ამბები