მე-12 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

2015 წლის 18-19 ივნისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" გაიმართება, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას. ასევე, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.

2014 წელს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების ახალი ჰორიზონტები გაიხსნა. ამავდროულად, საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედების შედეგად სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, იძლევა ქვეყნის მოდერნიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკის განვითარებისა და ევროპულ ერებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობას. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული მისწრაფებების მქონე სხვა ქვეყნებისათვის და მთლიანად ევროპისთვის. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით.

 

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.