ახალი ამბები

  • ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის „აღმოსავლეთ პარტნიორობა-ერთად მომავლისკენ" მონაწილეებს სიტყვით მიმართა 23 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის "აღმოსავლეთ პარტნიორობა- ერთად მომავლისკენ" (Eastern Partnership – Together Towards Tomorrow) მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
  • ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში 18-21 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი გაიმართა.
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 14 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა-ვიცე რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
  • პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება 14 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეროვნული პროექტების მენეჯერი (ICMPD) ზურაბ ყორღანაშვილი პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს.
  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან 13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საჯარო ლექცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
  • შეხვედრა ინიციატივის „პარტნიორობა მობილობისთვის“ ფარლებში 9 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა. ღონისძიების მონაწილეებმა მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
  • კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე" ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან - „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა" და „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება" - მჭიდრო თანამშრომლობით გამართა კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე".
  • ვიქტორ დოლიძე საქართველოში ფინეთის ელჩს შეხვდა 6 ივნისს, საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ შეეხვედრა გამართა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არია ინკერ მაკკონენთან.
  • „ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის უცვლელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ მონტენეგროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მიულოცა და აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, რადგანაც ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის უცვლელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია,
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მე-VII კარის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მე-VII კარის (ევროკავშირის დახმარებასთან მიმართებაში შესაძლო თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული დებულებები) იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

Pages