შეხვედრა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან.

შეხვედრისას განიხილეს ამ დღეებში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები, სადაც ალიანსმა კვლავ დადასტურდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. ასევე, ხაზი გაესვა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის პროცესზე და ამ კუთხით მიმდინარე და უახლოეს მომავალში განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებზე. ასევე, აღინიშნა მოკავშირეების მხრიდან სრული მზადყოფნა, ჩაერთონ პაკეტის დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესში.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერის ფაქტზე. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია და მადლობა გადაუხადა ჯეიმს აპატურაის ნატო-ს და მისი გენერალური მდივნის მტკიცე პოზიციისთვის ამ საკითხთან მიმართებით.

შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, რაც ხელს უწყობს ნატო-ს ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაზრდასა და ინტეგრაციულ პროცესებს. სახელმწიფო მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს მონაწილეობას „გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში ავღანეთში, რომელსაც 2015 წლიდან ავღანური შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, წრთვნასა და აღჭურვას გულისხმობს.

სხვა ამბები