საერთაშორისო კონფერენცია "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან პერსპექტივები და შესაძლებლობები"

2014 წლის 27-28 მარტს თბილისში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს ფორუმი - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები". ღონისძიების მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება პარტნიორ სახელმწიფოებთან. კონფერენციის ფარგლებში 28 მარტს გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და გააქტიურონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და ბიზნეს წრეების, ევროკომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 ინფორმაციისთვის:

კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ ეკატერინე კოკაიას - ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
ტელ: +995 322 923 066+995 322 923 066

ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ ნინო ნეფარიძეს - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროექტის მენეჯერი. მობ: +995 577 502 444+995 577 502 444

ლოჯისტიკის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ ბობი აფხაზავას - ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მობ: +995 555 348 549+995 555 348 549

მიმაგრებული ფაილები:

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.