საქართველოს ევროპული გზა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით წელიწადში ორჯერ, ზოგჯერ კი წელიწადში ერთხელ იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოსა და მის ევროპელ პარტნიორებს საშუალებას აძლევს გაზარდონ თანამშრომლობის ინტენსიობა, რათა სრულად გამოიყენონ სამეზობლო პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები.

პირველი საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლის 2-4 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარდა, მეორე კონფერენცია - 2008 წლის 5-6 თებერვალს ქ. თბილისში, მესამე კონფერენცია - 2008 წლის 3-5 ივლისს ქ. ბათუმში, მეოთხე კონფერენცია - 2009 წლის 9-10 თებერვალს ქ. თბილისში, მეხუთე კონფერენცია - 2009 წლის 3–4 ივლისს ქ. თბილისში, მეექვსე კონფერენცია - 2010 წლის 11-12 თებერვალს ქ. თბილისში, მეშვიდე კონფერენცია - 2010 წლის 15-17 ივლისს, ქ. ბათუმში, მერვე კონფერენცია - 2011 წლის 21-23 ივლისს ქ. ბათუმში, მეცხრე კონფერენცია -12-14 ივლისს. ქ. ბათუმში, მეათე კონფერენცია 11-12 ივლისს ქ. ბათუმში.

ბოლო მე-10 კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ'' ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერით ჩატარდა. ტრადიციულად, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

იხილეთ კონფერენციის ოფიციალური გვერდი: http://ge-europeanway.com/ge/home

სხვა ამბები

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 14 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა-ვიცე რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
  • პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება 14 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეროვნული პროექტების მენეჯერი (ICMPD) ზურაბ ყორღანაშვილი პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს.
  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან 13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საჯარო ლექცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.