ელექტრონული მმართველობის გაძლიერება: საქართველოში TWINNING-ის ახალი პროექტი დაიწყო

ევროკავშირის მიერ 1.2 მილიონი ევროს დაფინანსებით ახალი საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი „ელექტრონული მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს  საჯარო მომსახურების სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას. პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და საჯარო სამსახურებსა და საზოგადოებაში ინფორმაციის ეფექტურად, სწრაფად და გამჭვირვალედ გავრცელებას.

პროექტის მიზანია საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარება 1) ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ელექტრონული პოლიტიკისა და მმართველობის შესახებ კანონმდებლობის საუკეთესო გამოცდილების დანერგვით; 2) შესაბამისი რეგულაციებისა და სტანდარტების დამკვიდრებით; 3) ინფორმაციის უსაფრთხოების სისტემების ეფექტური ფუნქნციონირება ძლიერი ინსტიტუციონალური მექანიზმის - „კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის“ (CERT) მეშვეობით.

პროექტს ახორციელებს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომლის ხანგრძლივობა 18 თვეა.

წყარო: http://www.enpi-info.eu/maineast.php?id_type=1&id=31441&lang_id=450

სხვა ამბები