შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) თანამომხსენებელსა და კომიტეტის მდივანთან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) თანამომხსენებელს ბორის ცილევიჩსა და კომიტეტის მდივანს ბას კლეინს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით, რომლებიც აფიქსირებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ადექვატურად ასახავს ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმეს ვითარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის საბჭომ სრულად და ეფექტურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმები  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგისათვის.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი  ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რუსეთთან დიალოგის დაწყებისთვის ქართული მხარის მზაობაზე, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, როგორც  მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირების ეფექტურ მექანიზმზე.
 

სხვა ამბები