ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან იოახიმ ბერტელესთან,გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ბეტინა კადენბახთან, გერმანიის პარლამენტშიმმართველი პარტიის წარმომადგენელთან საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატ როდერიხ კიზევეთერთან, აგრეთვე, კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდების, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხები, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულად აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიტიური როლი. სახელმწიფო მინისტრმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია მომავალშიც ხელს შეუწყობს სამიტებსა და საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს საკითხის აქტიურად განხილვას.

გერმანული მხარის მიერ აღინიშნა  საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის პროგრესი. მასპინძელი მხარის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს გასულ წელს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმის დროს ქართული ოცეულის რეაგირების გამო და ხაზი გაუსვა სამხედროების პროფესიონალიზმს.  

შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზეც იმსჯელეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მისი განეიტრალების გზებზე.

„მჯერა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების ტრანსფორმაციას იმისკენ, რასაც ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ქართველები, ვეკუთვნით ევროპას.“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ 11 ნოემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  კონფერენციაზე „A Soul for Europe“ სიტყვით გამოსვლისას. სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, საზოგადოების ევროპულ არჩევანსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" "ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება. საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც არაერთხელ განიცადა, სამწუხაროდ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში "პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
  • Embedded thumbnail for სამმხრივი მოლაპარაკება კიევში სამმხრივი მოლაპარაკება კიევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე