ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

"პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართულ შეხვედრებზე პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 28-29 სექტემბერს, ქ. ვარშავაში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის, სეიმის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის, ვიცე-მარშალს რიშარდ ტერლეცკის, უშიშროების საბჭოს მდივანს პაველ სოლოხს, ასევე, სეიმის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, აგრეთვე, მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისათვის, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამის გამოყოფის თაობაზე.
„პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთიანი ვართ, როდესაც საუბარია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერაზე"-განუცხადეს სახელმწიფო მინისტრს პოლონური მხარის წარმომადგენლებმა. გამოთქვეს იმედი საქართველო-პოლონეთს შორის ვიშეგრადის 4-ის (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი,უნგრეთი) ფორმატში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. შეხვედრებზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობასა და წვლილზე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა, თუ მისიებში.
ვიზიტის ფარგლებში, 29 სექტემბერს, ვიქტორ დოლიძე მთავარ მომხსენებლად წარსდგა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე "თანამედროვე საინფორმაციო გარემო და სტრატეგიული კომუნიკაციების როლი". ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კაზიმირ პოლანსკის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. მრგვალი მაგიდის მუშაობაში პოლონეთში წარმოდგენილი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
  • Embedded thumbnail for სამმხრივი მოლაპარაკება კიევში სამმხრივი მოლაპარაკება კიევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.