ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში

„გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, როგორიც არის რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა 26 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესის, ასევე, წესების დარღვევის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. იოჰანეს ჰანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პროგრესი, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერი ქვეყანა და მადლიერება გამოხატა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის.

ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოლიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალური დირექტორის მოადგილეს კატერინა მატერნოვასთან,  ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან იოან მირჩეა პაშკუსთან და ევროკომისიის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტში (COEST) ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე  ევროკავშირის დახმარებების დაგეგმვისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ქმედითი ღონისძებების ჩატარების საკითხები, აგრეთვე, მიმდინარე რეფორმები და  ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები განიხილეს. 

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა უსაფრთხოებისა და ს
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" "ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება. საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც არაერთხელ განიცადა, სამწუხაროდ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში "პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
  • Embedded thumbnail for სამმხრივი მოლაპარაკება კიევში სამმხრივი მოლაპარაკება კიევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე