ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში

„ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით ვიზალიბერალიზაციის კამპანიის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის გარეთაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ნებისმიერ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მოვახდინოთ პრევენცია“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.

სახელმწიფო მინისტრმა 19 სექტემბერს ორმხრივი შეხვედრები  გამართა ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან და იმიგრაციის დირექტორატის უფროსთან კრისტინ ვიოლუნდადოტირთან. შეხვედრებზე მთავარ თემად სწორედ საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს  შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების  აღსაკვეთად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე როგორც საქართველოს, ისე ისლანდიის მხარიდან. სახელმწიფო მინისტრმა  დეტალურად ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. თავის მხრივ, ისლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილებისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე. „ისლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მოპოვების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება და საქართველოს მოქალაქები უმოკლეს პერიოდში დაბრუნებულები იქნებიან სამშობლოში“-აღნიშნა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიგი გიგიაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

შეხვედრებზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ისლანდიურ მხარეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა უსაფრთხოებისა და ს
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" "ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება. საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც არაერთხელ განიცადა, სამწუხაროდ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში "პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
  • Embedded thumbnail for სამმხრივი მოლაპარაკება კიევში სამმხრივი მოლაპარაკება კიევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე