ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა

„ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე. ამავე დროს, გასათვალსწინებელია ის, რომ სწორედ ეხლა, როდესაც რუსეთის ფედერაცია ამგვარ მოქმედებებს ყოველდღიურად დესტრუქციულად პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, აი, ამის პარალელურად საქართველოში და აქ ბათუმში ყოფნა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორების და ოთხასზე მეტი მონაწილე იყო, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, კონფერენციაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და, ამავე დროს, ისეთი საკითხები, რომელიც განვიხილეთ, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება და იმპლემენტაცია და მობილურობის გაზრდა, ევროკავშირთან მიგრაციული პრობლემები, უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თემა, და ბოლოს, დახმარებები. მე მინდა გითხრათ კარგი სიახლე, რომ ეს დახმარება გაიზრდება. შემდგომ.“-აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ორდღიანი მუშაობის შეჯამებისას.
კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 13 ივლისს გაიხსნა და მის მუშაობაში, 2 დღის განმავლობაში,საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპულ გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა უსაფრთხოებისა და ს
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები" "ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება. საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც არაერთხელ განიცადა, სამწუხაროდ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში "პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
  • Embedded thumbnail for სამმხრივი მოლაპარაკება კიევში სამმხრივი მოლაპარაკება კიევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ.