ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში

13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პესრპექტივებზე ისაუბრეს. ლატვიურმა მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ვიქტორ დოლიძემ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორების დახმარებით მუდმივად იქნება ნატო-ს, თუ ევროკავშირის ღონისძიებების დღის წესრიგში. სახელმწიფო მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ლატვიელი მეგობრებისგან და პარტნორებისგან, მოვიცავით ძალიან ფართო სპექტრი საკითხების, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე მხარდაჭერა, ბუნებრივია. ახლა, ამ მხარდაჭერას სჭირდება კონსოლიდირება და კონკრეტული გეგმა-გრაფიკის შემუშავება, რისიც ძალიან კარგი საფუძველი არსებობს, როგორც ლატვიელი, ისე ლიტველი და ესტონელი კოლეგების მხრიდან."-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს ვიქტორ დოლიძემ და ნატო-ს სტრატეგიული კომუკაციების ცენტრის დირექტორმა იანის საარტსმა სახელმწიფო მინისტრის, ასევე, 13 თებერვალს, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სხვა ვიდეოები