ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა 10 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს. შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკაში, ქ. ტალინში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. ვიზიტის განმავლობაში, 9-10 თებერვალს, ვიქტორ დოლიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიკო ჰალიასთან, პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტოომას ვიტსუტთან და ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ქ.ტალინის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში. ღონისძიებაზე: „თანამშრომლობა და კომუნიკაციები: აღმოსავლეთ პარტნიორობა 2017-ის მოლოდინები და გამოწვევები“ ნოემბერში დაგეგმილი სამიტისათვის მზადებასა და მოლოდინებზე, აგრეთვე, საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნკაციის გაძლიერების მექანიზმებზე იმსჯელეს.

სხვა ვიდეოები