ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში

როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობს სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე-განუცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს ლიტვის რესპუბლიკაში, ქ.ვილნიუსში 7-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას, სადაც სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას უმბრასასთან, ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერ გედიმინას კირკილასთან, ასევე, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უოზას ბერნატონისთან და სეიმის სხვა წევრებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (EESC) მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში - „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები". სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, საგარეო გამოწვევებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და პარტნიორებს აღნიშნული პროცესის პერსპექტივებზე აქტიური მსჯელობისკენ მოუწოდა. ღონისძიებას ლიტვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები