ნატო-ში საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს

17 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუასა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მარიამ რაქვიაშვილის მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა, სადაც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს.

ვიქტორ დოლიძემ 2016 წელს გატარებულ რეგორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო არჩევნებზე, სასამართლო სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

სახელმწიფო მინისტრი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლიმენტაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მოკავშირე ელჩებს შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ქართული მხარის ხედვა გააცნო. კერძოდ, აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. დავით დონდუას მიერ, ასევე, აღნიშნა, რომ რომ შავ ზღვაზე ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს როგორც მთლიანად რეგიონის, ასევე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას.

თავის მხრივ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზაობა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ამასთან, მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც ხელს უწყობს ქვეყანას ნატო-ში გაწევრებს მიზნის მიღწევაში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ. ამას გარდა, ალიანსის წევრებმა გამოხატეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის-ნატოს მისიებსა და ოპერაციებში აქტიური ჩართულობისთვის.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერითვის. შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი უაღრესად დინამიურად ვითარდება და წარმატებით გაგრძელდება 2017 წელსაც, რასაც ხელს შეუწყობს წლის მანძილზე დაგეგმილი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for საერთაშორისო კონფერენციის პირველი სამუშაო დღე საერთაშორისო კონფერენციის პირველი სამუშაო დღე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ.ბათუმში მიმდინარე  საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" პირველი სამუშაო
  • Embedded thumbnail for კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" გახსნა კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" გახსნა 13 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გაიხსნა.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში 20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა.
  • Embedded thumbnail for ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში 13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინი
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში „ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობს სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე-განუცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე