„ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმი: „ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე". ფილმის რეჟისორია თომა ჩაგელიშვილი.
დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ძირითადი დონორი. იდეის ავტორების მიზანია მოსახლეობისთვის ევროკავშირის დახმარების იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც საფუძველს ქმნიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.
1992 წლიდან დღემდე, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ევროკავშირის დახმარებამ დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა. ამის გარდა, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია დახმარება, რომელიც ევროკავშირმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდგომ გამოყო - ამ დახმარებამ 500 მილიონი ევრო შეადგინა.
ფილმის მთავარი გმირი-საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მიჰყვება ცნობილი ფრანგი მწერლისა და მოგზაურის ალექსანდრე დიუმას გზას და პარალელურად მოინახულებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და განხორციელებულ პროექტებს.
ფილმი გადაღებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for საერთაშორისო კონფერენციის პირველი სამუშაო დღე საერთაშორისო კონფერენციის პირველი სამუშაო დღე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ.ბათუმში მიმდინარე  საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" პირველი სამუშაო
  • Embedded thumbnail for კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" გახსნა კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" გახსნა 13 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გაიხსნა.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში 20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა.
  • Embedded thumbnail for ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში 13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინი
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში „ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობს სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე-განუცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე