დავით ბაქრაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები, ყველა უკლებლივ, გამოხატავდა გულწრფელ აღფრთოვანებას იმ პროგრესით, რომელიც ჩვენ გვაქვს რეფორმების თვალსაზრისით. მათი შეფასებით, ეს ჩვენი პოზიციაც არის, რომ მოახლოებული არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან თანაბარი, ღია და რაც მთავარია, კონკურენტული გარემო შევქმენით, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ. მათი შეფასებითაც, აბსოლუტურად სრული რწმენა არსებობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომ ეს იქნება გასაღები და დიდი ნაბიჯი წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ." -განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატო-ს დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ.

სხვა ვიდეოები