დავით ბაქრაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ

"გრძელდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში. პირველი დღე გამორჩეული იყო იმ მნიშვნელოვანი გზავნილებით, რომელიც გაკეთდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების შესახებ, იმ წარმატების შესახებ, რომელსაც მთავრობამ მიაღწია საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, ისე თავდაცვისუნარიანობის, დემოკრატიული რეფორმების, ნატოსთან თავსებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნატო-საქართველოს კომისიაზე აბსოლიტურად ყველა წევრმა სახელმწიფომ ხაზგასმით აღნიშნა დემოკრატიის მაღალი ხარისხი და ის მაღალი მოლოდინი, რომელიც არჩევნებს გააჩნია სქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაიმართება შეხვედრების პარლამენტში ბიუროს წევრებთან, ასევე, შეხვედრა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გენერალური მდივანი გამართავს შეხვედრას და ლექციას წაიკითხავს სტუდენტებთან. ხოლო ვიზიტს დაასრულებს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან."-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის პირველი დღის დასრულებისას.

სხვა ვიდეოები