ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინაუგურაცია

7 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინაუგურაცია გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ მიმართა.

სხვა ვიდეოები