ბათუმის მე-13 კონფერენცია"საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა

14 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციულად საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

სხვა ვიდეოები