დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრები და „საქართველოს ევროპული გზები"-ის პრეზენტაცია რომში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქ.რომში იმყოფება, სადაც 3 მარტს ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან ბენედიტო დელა ვედოვასთან და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული კავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან ჯუზეპე პუჩინო გრიმალდისთან.

სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეობა მიიღო იტალიელთა და ქართველთა ერთობის ასოციაციის „წმინდა გიორგის ფარი" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „Georgia One". ღონისძიებაზე იტალიის ბიზნეს და აკადემიური წრეების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში საქართველოს პერსპექტივებზე, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს კრებული გამოცემის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ და ერთ-ერთმა ავტორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა წარუდგინეს. გამომსვლელებმა ევროპულ-ქართული ისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულ მსგავსება-განსხვავებასა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამსწრე საზოგადოებისთვის დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ. ღონისძება იტალიელი კომპოზიტორის ანდრეა მორიკონეს მიერ საგანგებოდ ამ აღმოჩენისადმი მიძღვნილი მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

სხვა ვიდეოები