დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი დანიაში

25 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კრისტიან იენსენთან. შეხვედრა დანიის სამეფოში, ქ.კოპენჰაგენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დავით ბაქრაძეს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა დანიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა საგარეო საკითხებში ლონე ვისბორგმა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხზე. დანიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გეგმის შესრულების კუთხით განხორციელებული სამუშაო. კრისტიან იენსენმა და ლორე ვისბორგმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დანიის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და გამოთქვეს მზაობა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში –„საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი: მიმდინარეობა და პერსპექტივები" (Georgia's EU and NATO Integration Process: State of Play and Prospects).

ღონისძიებას ორგანიზაციის წევრი ანალიტიკოსები, ექსპერტები და კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვიქტორ დოლიძის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში "პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბრიუსელში „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.
  • Embedded thumbnail for სამმხრივი მოლაპარაკება კიევში სამმხრივი მოლაპარაკება კიევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.