NGC სხდომა და შეხვედრა ნატო-ს გენ. მდივანთან

24 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატო-სშტაბ-ბინაში,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC)გაიმართა, სადაც 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს.ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები.
კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

სხვა ვიდეოები