შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან

საბერძნეთის პარლამენტი მომავალ კვირას გეგმავს საქართველოს-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის განხილვას-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლაოს ვუციმ განუცხადა. შეხვედრა 10 ნოემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძეც მონაწილეობდა.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საბერძნეთი გამოხატავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საბერძნეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ განიხილა და მოიწონა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, რაც შესაბამისად, გადაიგზავნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად."- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

სხვა ვიდეოები