დავით ბაქრაძე რიგის კონფერენციაზე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ლატვიაში რიგის კონფერენციაზე იმყოფება, სადაც 6 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ჩეთემ ჰაუსის ( Chatham house) ფორმატში გამართულ დისკუსიაში: „რა დაეხმარება საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში?"( What Will Bring Moldova and Georgia Closer to the EU?). დისკუსიის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვასა და საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა რიგის ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრის (Center of Excellence) დირექტორთან იანის სარტსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სხვა ვიდეოები