დავით ბაქრაძემ სერბეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა

27-28 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში, ქ.ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან როკსანდა ნინჩიჩთან, ევროპული ინტეგრაციის უპორტფელო მინისტრთან იადრაკა იოკსიმოვიჩთან, ევროკავშირთან სერბეთის მთავრობის მთავარ მომლაპარაკებელთან ტანია მიშჩევიჩთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსანდრა ჯუროვიჩთან.

სერბეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და კოსოვოსთან დაკავშირებით არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა სერბეთის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

სხვა ვიდეოები