დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრები რუმინეთში

21 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ქ.ბუქარესტში ორმხრივი შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან.
საუბარი შეეხო როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებს, ასევე, ნატო-ში ინტგრაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. ბოგდან აურესკუმ დაადასტურა რუმინეთის ხელისუფლების მხარიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიწრაფებების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს დაფიქსირებული პროგრესის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ბოგდან აურესკუმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც კარი უნდა იყოს ღია"-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
დღესვე, სახელმწიფო მინისტრი რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტს პეტრუ ფილიპსა და სენატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატაში გამართული კონფერენციის მუშაობაში თემაზე: „ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, გამოწვევები და შესაძლებლობები"(EU/NATO Enlargment, Challenges and Opportunities). კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წამყვანი რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციის- "დემოკრატიის განხორციელების ასოციაცია" და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

სხვა ვიდეოები