დავით ბაქრაძე აშშ-ში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

7 ივლისს, ქ. ვაშინგტონში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან მაიკლ კარპენტერთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯონ ჰეფერნთან, ასევე, სენატორებთან-ჯონ კორნინთან(რესპუბლიკური პარტია) და ბენჯამინ კარდინთან(დემოკრატიული პარტია). შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, საგარეო საფრთხეები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. კერძოდ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ამერიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის.

ამასთან, შეხვედრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მზაობა ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმართულებით საქართველოს ხელშეწყობის თაობაზე.

სხვა ვიდეოები

  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც, 24-26 ივლისს, შეხვედრები გამართა უნგრეთის საგარეო საქმე
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციის მუშაობა შეაფასა „ბათუმის კონფერენცია, და ყველა ამაზე საუბრობს, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველწლიურად, მინდა გითხრათ. და მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
  • Embedded thumbnail for საერთაშორისო კონფერენციის პირველი სამუშაო დღე საერთაშორისო კონფერენციის პირველი სამუშაო დღე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ.ბათუმში მიმდინარე  საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" პირველი სამუშაო
  • Embedded thumbnail for კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" გახსნა კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" გახსნა 13 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გაიხსნა.
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში 20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა.
  • Embedded thumbnail for ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები რიგაში 13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქ.რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინი
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში „ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
  • Embedded thumbnail for ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ლიტვაში როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობს სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე-განუცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე