დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ.ვაშინგტონში იმყოფება. 6 ივლისს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული დახმარებების კოორდინატორთან ალინა რომანოვსკისთან, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწესთან რობერტ ბერშინსკისთან და საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. ამერიკის მხარის წარმომადგენლები ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, სასამართლო სისტემის, მედია-თავისუფლებისა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარიდან განხორციელებული დახმარების მნიშვნელობა. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს დახმარებების კუთხით არსებულ პრიორიტეტეტულ მიმართულებებზე.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლერებული პროპაგანდის კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა.

 

სხვა ვიდეოები