დავით ბაქრაძის ვიზიტი ესპანეთში

4-5 მაისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ესპანეთის სამფოში, ქ.მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან, სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ალეხანდრო ენრიკე ალბარგონსალეს სან მარტინთან. სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა იგნასიო იბანიესმა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა მადრიდის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (Elcano). ღონისძიებას მადრიდში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ რეგიონში არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

სხვა ვიდეოები